შემოქმედებითი ღონისძიების გეგმები და მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო მასალა

ლაშქრობა
ავთანდარიანში
სამიზნე ჯგუფი
საბაზო  საფეხური -    მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
22
მიზანი და შედეგები
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აწყობენ ლაშქრობას მიმდებარე ტერიტორიაზე, იღებენ ინფორმაციას არჩეულ მარშუტთან დაკავშირებით  
ლაშქრობის მსვლელობა
წინასწარ შერჩეულ დღეს მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი მსუბუქი ლანჩით მომზადებულები გაემგზავრებიან შერჩეული მარშუტით. მოსწავლეებს წინასწარ მოძიებული აქვთ მასალა აღნიშნულ მარშუტთან დაკავშირებით, რომელსაც  გაეცნობიან დანიშნულების ადგილზე მისვლის დროს. მოილოცავენ, დაათვალიერებენ მიდამოებს. ცოტახანს დაისვენებენ, გაერთობიან, მოილხენენ და უკან ბრუნდებიან.
რესურსები
ინტერნეტით მოძიებული მასალები, სხვადასხვა წიგნებიდან ამოღებული ინფორმაცია.
თვით შეფასება
დასახული მიზანი შესრულდა და აისახა ვიდეო ფირზე სურათების სახით, რის საფუძველზეც მოვამზადე ვიდეო და ავტვირთე Youtube-ზე . 






გაკვეთილის თემა
გიორგობისთვე
სამიზნე ჯგუფი
საბაზო  საფეხური -    მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
22
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
კლასის საათი. მოსწავლეებმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოიძიონ ინფორმაცია და მცირე დოზით დაევალათ ლექსების მომზადება.  
შეფასების საგანი და პროცედურები
თემის პრეზენტაცია, წერითი სამუშაო.
გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილი იწყება ხატების კუთხესთან ლოცვის წაკითხვით, შემდეგ მოსწავლეები თანმიმდევრობით წარმოსთქვავენ სიტყვას და ლექსებს. ბოლოს კლასი ასრულებს თემასთან დაკავშირებულ გუნდურ სიმღერას.
რესურსები
ინტერნეტით მოძიებული მასალები, სხვადასხვა წიგნებიდან ამოღებული ინფორმაცია.
თვით შეფასება
დასახული მიზანი შესრულდა და აისახა ვიდეო ფირზე. 






კლასის საათზე გადაღებული სურათების საშუალებით მოვამზადე ვიდეო Windows Movie maker-ში, რომელსაც წარმოგიდგენთ ქვემოთ:





1 comment: