თემა
|
როგორ შეიქმნა კომპიუტერი;
როგორ მუშაობს კომპიუტერი; როგორ იმახსოვრებს ინფორმაციას კომპიუტერი; რა არის Windows;
რისთვის არის საჭირო
გამოყენებითი პროგრამები; როგორ შეიყვანო
ტექსტი კომპიუტერში; როგორ ისწავლო კლავიატურაზე
სწრაფი ბეჭდვა.
|
სამიზნე ჯგუფი
|
დაწყებითი საფეხური - მე-5 კლასი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
22
|
თემის მიზანი და შედეგები
|
მოსწავლემ შეძლოს კომპიუტერის შემადგენელი ნაწილების ჩამოთვლა;
სისტემური ბლოკის შემადგენელი ნაწილების გარჩევადობა; ოპერაციული სისტემა და კომპიუტერის
ჩართვა; ფანჯრებთან მუშაობა; მუშაობის დასრულების შემდეგ კომპიუტერის გამორთვა; Windows -ის გამოყენებითი პროგრამები;
WordPad-ტექსტურ რედაქტორში ტექსის აკრეფა, მონიშვნა, ტექსტის
ჩამატება და წაშლა, მუშაობის დასრულება და პროგრამის დახურვა; დოკუმენტის შენახვა;
პატარა და დიდი ინგლისური ასოები (EN), ქართულად ტექსტის აკრეფა (Ka).
|
ესგ სტანდარტი
|
ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების
ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები
და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის ტექნ. V.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების,
შენახვისა და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. V.5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული
საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის
მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
თემის პრეზენტაცია,
წერითი სამუშაო კომპიუტერთან.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A-ფაზა-კითხვა-პასუხი წინარე ცოდნის
შემოწმება კითხვა-პასუხის საშუალებით. –10წუთი
B-ფაზა-სიღრმისეული წვდომა [ახალი
მასალის ახსნა]-20წთ- მინი ლექცია
C-ფაზა-შეფასება-ინდივიდუალურად.
კომპიუტერთან მუშაობა დამოუკიდებლად, კითხვებზე პასუხი.-15წთ.
|
რესურსები
|
სახელმძღვანელო, პერსონალური
კომპიუტერი.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
ჩამოთვალოს კომპიუტერის
შემადგენელი ნაწილები, პროგრამები; WordPad-ტექსტურ რედაქტორში აკრიფოს ტექსი.
|
თვით შეფასება
|
მოსწავლეს შეუძლია
კომპიუტერის შემადგენელი ნაწილების, სისტემური ბლოკის შიგთავსის ჩამოთვლა. ოპერაციული
სისტემის ცოდნა, ფანჯრებთან მუშაობა. ტექსტის აკრეფვა და დოკუმენტის შენახვა.
|
თემატური ერთეულის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment